08 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
ვოლგოგრადში საცხოვრებელ სახლში მომხდარ აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში საცხოვრებელ სახლში მომხდარ აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გაზის გაყვანილობა გახდა, რომელიც, გამოძიების ვერსიით, უსაფრთხოების ზომების დაუცველობამ გამოიწვია.

პირველ აფეთქებას კი მეორე მოჰყვა. შემთხვევამ 40-მდე ბინა გაანადგურა. დაშავებულთა რაოდენობა 12-ს აღწევს.

ნანგრევებში გადარჩენილებს მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ტერაქტის ვერსია თავიდანვე გამოირიცხა.

დღის ამბები