08 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
შეერთებულ შტატებში თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა 1 ადამიანი

შეერთებულ შტატებში ჯორჯიის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის თვითმფრინავის პილოტია, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

თვითმხილველთა თქმით, მათ დაინახეს როგორ დაეშვა თვითმფრინავი სიმაღლიდან და საბოლოოდ ტყის პირას კატასტროფა განიცადა.

ინციდენტის მიზეზებს გამოძიება შეისწავლის, რომელშიც ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო უკვე ჩაერთო.

დღის ამბები