08 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია აქტიურ ფაზაში შევიდა

თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია აქტიურ ფაზაში შევიდა. ამის გასაპროტესტებლად კი აქციები მიმიდინარეობს სტამბოლში, დიარბაქირსა და ერაყის მოსაზღვრე რაიონებში.

პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ დიარბაქირში ისმოდა სროლის ხმაც.

ძალოვანი უწყებების ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში მათ 100-ზე მეტი ქურთი მებრძოლის ლიკვიდაცია მოახდინეს, რაც 6 დღიანი სპეცოპერაციის შედეგია.

დღის ამბები