08 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
მოსკოვი და პარიზი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალების გაერთიანებისთვის მზად არიან

მოსკოვი და პარიზი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალების გაერთიანებისთვის მზად არიან. ასეთი განცხადებები გაკეთდა ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების მხრიდან, საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის დროს.

მათ სირიის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაზე ისაუბრეს.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის მიერ წარმოებულ ავია იერიშებს სირიაში, რომელიც კვირის ბოლოს განხორციელდა, 43 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები