08 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
აშშ-ში 17-მდე სკოლა დახურეს - მიზეზი ძალადობრივი ქმედების შესახებ ანონიმური შეტყობინება გახდა

17-მდე სკოლა უსაფრთხოების მიზნით, ერთი დღით დახურეს შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ნიუ ჰემფშირში, გამოცხადდა ევაკუაციაც.

ამის მიზეზი ანონიმური შეტყობინება გახდა, რომელიც ერთერთ სკოლაში ძალადობრივი ქმედების შესახებ აფრთხილებდა ხელისუფლებას. საბოლოოდ საფრთხე არ დადასტურდა და სკოლები დღეს ისევ გაიხსნება.

ნიუ ჰემფშირამდე სკოლების დახურვა მოუხდა ლოს ანჯელესის ხელისუფლებასაც, რომელიც შეიარაღებული თავდასხმის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა შეტყობინება მაშინაც ცრუ აღმოჩნდა.

დღის ამბები