08 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
Financial Times: სააკაშვილი უკრაინაში ითვლება ფიგურად რომელიც შეძლებს ქვეყანაში კორუფციის დასრულებას

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს Financial Times.

ავტორი წერს, რომ მაიდნის რევოლუციიდან ორი წლის შემდეგ მოსახლეობის მოლოდინი არ გამართლდა რადგან პროდასავლურმა ხელისუფლებამ, დემონსტრანტთა მოთხოვნები ვერ შეასრულეს– ეს ეხება კორუფციის დამარცხებას, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და კანონის უზენაესობის განმტკიცებას.

სტატიის თანახმად, კორუფციათან კავშირში მთავრობის წევრთა დადანაშაულების ფონზე, უმაღლესი რადა არსენი იაცენუკის მინისტრთა კაბინეტს უნდობლობის გამოცხადებით ემუქრება, რაც ავტორის შეფასებით, თეორიულად უხსნის გზას უკრაინის პოლიტიკურ სცენისკენ უფრო რადიკალურ ფიგურას მიხეილ სააკაშვილს.

სტატიის თანახმად ოდესის გუბერნატორი მოსახლეობაში ითვლება გავლენიან გარე გიფურად, რომელიც შეძლებს ქვეყანაში კორუფციის დასრულებას.

Financial Times-სთან ინტერვიუში მიხეილ საკააშვილი აცხადებს, რომ დღეს უკრაინას როგორც სააქციო საზოგადოებას ისე მართავს ჩრდილოვანი მთავრობა და ოლიგარქთა ჯგუფი. ოდესის გუბერნატორი ინტერვიუში უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებებს, მის პრემიერად შესაძლო დანიშვნის შესახებ, თუმცა მიიჩნევს, რომ უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება ახალი მთავრობა და პრემიერიც, წინააღმდეგ შემთხვევაში პეტრო პოროშენკო მხარდაჭერას დაკარგავს.

დღის ამბები