08 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
ბოსნიაში ISIS-თან კავშირში მყოფი 11 ადამიანი დააკავეს

ბოსნიაში მასშტაბური ანტიტერორისტული რეიდი ჩატარდა. სამართალდამცველებმა სარაევოს სხვადასხვა რაიონში დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 11 პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი კერძო ბინებში საიდუმლო შეხვედრებს მართავდნენ და ადგილობრივ მუსლიმებს სირიაში საბრძოლველად იბირებდნენ.

დაკავებულებს ბრალად ტერორიზმის დაფინანსება და თავდასხმების ორგანიზება ედებათ.

სპეცოპერაციაში 100-მდე სპეცრაზმელი მონაწილეობდა.

ბოსნიის პოლიციის ცნობით, ბოლო ორი წლის მონაცემებით, სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს მხარდასაჭერად 150-ზე მეტი ბოსნიელი გაემგზავრა. 

დღის ამბები