08 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
ევროპაში გადასული მიგრანტების რიცხვმა წელს მილიონს გადააჭარბა

ევროპაში გადასული მიგრანტების რიცხვმა წელს მილიონს გადააჭარბა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, უმატესობა სირიელი, ერაყელი და ავღნელია, რომელთა უმეტესობა ევროპაში ზღვის გავლით მოხვდა. ასეთი დაახლოებით 800 ათასია.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეგროვებული მონაცემის თანახმად, წელს ნავებით გადასვლის დროს ზღვაში 3 695 მიგრანტი დაიხრჩო, მათი ნაწილი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, მხოლოდ რიცხვების თვლა საკმარისი არ არის და ევროპამ უნდა იმოქმედოს მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად და თავშესაფრის მსურველთა დასაბინავებლად.

დღის ამბები