08 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
მიხეილ ხადარკოვსკის დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯეს

მიხეილ ხადარკოვსკის დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯეს. იუკოსის ყოფილ ხელმძღვანელს ამჯერად მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. ის პროკურატურაში დაკითხვაზეც იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა.

მოსკოვის სასამართლომ კი დღეს მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბიზნესმენზე საერთაშორისო ძებნაც გამოაცხადა.

გამოძიების ინფორმაციით, 1998 წელს მიხეილ ხადარკოვსკიმ თავის თანამშრომლებს ქალაქ ნეფტე-იუგანსკის მერის მკვლელობა დაავალა. ამ საქმის ხელახალი გამოძიება ზაფხულში დაიწყო. იუკოსის ყოფილი ხელმძღვანელი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

დღის ამბები