08 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
ნიგერიაში აფეთქებას 100–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთში აფეთქებას 100–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ტრაგედია ქალაქ ნევიში გაზის ქარხანაში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად ბუნებრივი აირით სავსე სატვირთო აფეთქდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. ადგილობრივი პოლიცია დაღუპულთა ზუსტ რაოდენობას ჯერჯერობით არ ადასტურებს, თუმცა თვითმხილველების ცნობით, გარდაცვლილთა შორის არიან როგორც ქარხნის თანამშრომლები, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. 

დღის ამბები