08 ოქტომბერი 2024,   16:38
ვრცლად
რუსეთის გენშტაბმა სირიაში სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა

რუსეთის გენშტაბმა სირიაში სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა. უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სექტემბრის შემდეგ მებრძოლების პოზიციებზე 5 ათას 200–ზე მეტი შეტევა განახორციელეს. თავდაცვის სამინისტროში ავიაციის მოქმედების ერთ–ერთ მთავარ მიზნად ნავთობგადაზიდვების აღკვეთა დაასახელეს. გავრცელებული ცნობით, ოპერაციის დროს რუსულმა თვითმფრინავებმა ისლამისტების 2 ათასამდე ავტოცისტენა გაანადგურეს, რის გამოც მებრძოლები ნავთობის ტრანსპორტირების ახალ მარშრუტს ადგენენ.

გენშტაბში ამტკიცებენ, რომ საწვავით დატვირთული კოლონები ჯერ ერაყის, შემდეგ კი თურქეთის ტერიტორიაზე გადადიან.

დღის ამბები