08 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
თურქმა სამართალდამცველებმა ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს

თურქმა სამართალდამცველებმა ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს.

ქალაქ სიზრეში მთელი ღამის განმავლობაში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, სამხედროებმა 6 მებრძოლი მოკლეს. ორმხრივი სროლის შედეგად ერთი ჯარისკაცია დაღუპული, ორი კი მძიმედ დაშავდა.

სპეცოპერაცია ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ სირიისა და ერაყის მოსაზღვრე რეგიონებში აქტიურ ფაზაში 12 დღის წინ შევიდა. ხელისუფლებამ სიზრესა და სილოპიში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, სპეცოპერაციის მსვლელობისას 170-მდე ქურთი მებრძოლია ლიკვიდირებული.

ქურთთა პარტიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ შეტევის შედეგად 38 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

დღის ამბები