08 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
არგენტინა, პარაგვაი, ურუგვაი და ბრაზილია სტიქიას ებრძვის

სამხრეთ ამერიკა ძლიერმა წყალდიდობამ დააზარალა. სტიქიამ ერთდროულად 4 ქვეყანა – არგენტინა, პარაგვაი, ურუგვაი და ბრაზილია მოიცვა. დაიტბორა ქალაქები, სოფლები და ნათესები.

ორასი ათასამდე ადამიანს საკუთარი სახლების მიტოვება მოუხდა. ყველაზე მძიმე ვითარებაა პარაგვაიში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმის გამო მდინარე პარაგვაიში წყლის დონემ უკვე მიაღწია რეკორდულ ნიშნულს, რის გამოც ქვეყნის დედაქალაქს დატბორვა ემუქრება.

დღის ამბები