08 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
იერუსალიმში სამართალდამცველებმა მორიგი თავდასხმა აღკვეთეს

იერუსალიმში სამართალდამცველებმა მორიგი თავდასხმა აღკვეთეს. პოლიციამ დანით შეიარაღებულ პალესტინელს ესროლა, რომელმაც პოლიციელის დაჭრა სცადა.

ინცინდენტი ძველი ქალაქის შესასვლელთან მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი საეჭვოდ იქცეოდა, რის გამოც მასთან პოლიციელები მივიდნენ და საბუთები მოსთხოვეს.

ახალგაზრდამ საბუთების ნაცვლად დანა ამოიღო და პოლიციელის დაჭრა სცადა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან სროლა მოჰყვა.

დღის ამბები