08 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
თურქეთს საჰაერო საზღვრების გაძიერებაში ნატო დაეხმარება

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი თურქეთ–სირიის საზღვარის გასაკონტროლებლად რეგიონში მზვერავ თვითმფრინავებს აგზავნის, რომლებიც რადიო-სალოკაციო სისტემითაა აღჭურვილი. ამ გზით ნატო თურქეთის საჰაერო საზღვრის გაძლიერებაში დაეხმარება.

გერმანული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავები გერმანიის სამხედრო ბაზიდან გაიგზავნება და თურქეთის ქალაქ კონიაში განლაგდება. დოიჩე ველეს ცნობით, ავიაციის თურქეთში გაგზავნის მოთხოვნა გერმანიის თავდაცვის უწყებამ უკვე პარლამენტს გაუგზავნა.

დამტკიცების შემთხვევაში ოფიციალური ბერლინი თურქეთში სამხედრო პილოტებსაც მიავლენს.

დღის ამბები