08 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
22 გარდაცვლილი - აშშ-ში 3 დღის განმავლობაში ტორნადომ 7 შტატს გადაუარა

ტორნადოების სერიამ ამერიკის 6 შტატის შემდეგ ტეხასსაც გადაუარა. სტიქიამ ქალაქი გარლენდი დააზარალა. ქარბორბალამ საცხოვრებელი სახლები დაანგრია და ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე მანქანა გაიტაცა. სტიქიას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

რეგიონში აღდგენითი სამუშოებია დაწყებული.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ტორნადოების სერიის შედეგად ბოლო 3 დღის განმავლობაში შეერთებულ შტატებში 22 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები