08 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
წყალდიდობა დიდ ბრიტანეთში - 11 ათასამდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთშიც. ინგლისის ჩრდილო რეგიონები წყალდიდობამ დააზარალა.

გადაუღებელი წვიმების გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა. 11 ათასამდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ლანკაშირსა და იორკშირში მოსახლეობის ევაკუაციაა გამოცხადებული. წყალდიდობის გამო განგაში გამოცხადდა შოტლანდიასა და უელსშიც.

დღის ამბები