08 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
თალიბები რუსეთთან მოლაპარაკებას უარყოფენ

დაჯგუფება თალიბანმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებები უარყვეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში მათ დახმარება არავისგან სჭირდებათ, არავისთან აქვთ კონტაქტები და არც მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ამ ფორმით თალიბები რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებაში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ. მოსკოვში აღნიშნეს, რომ ISIS-სთან ბრძოლაში თალიბანისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ამ სფეროში ინფორმაციის გაცვლის მიზნით რუსეთს დაჯგუფებასთან კონტაქტებიც გააჩნია.

დღის ამბები