08 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
უამინდობა აშშ-ში - დაღუპულია 43 ადამიანი

შეერთებულ შტატებში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43–მდე გაიზარდა. ქვეყნის სამხრეთ რეგიონებს ბოლო 4 დღის განმავლობაში ერთდროულად ტორნადო, ქარბუქი და წყალდიდობა დაატყდა თავს.

სტიქიამ საერთო ჯამში 9 შტატი დააზარალა, მათ შორის ტეხასი, სადაც დალასის რაიონს რამდენიმე დამანგრეველმა ტორნადომ გადაუარა. შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ასობით საცხოვრებელი სახლი კი განადგურდა.

შტატის გუბერნატორმა ოთხი ოლქი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები