08 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
აფეთქება სტამბულის ცენტრში

აფეთქება მოხდა გვიან ღამით სტამბოლის პორტში. სადგურის ტერიტორიაზე სტვირთო მანქანა აფეთქდა, რასაც ხანძარიც მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, მძიმედ დაშავდა ავტომობილის მძღოლი.

მედიის ცნობით, აფეთქებულ სატვირთო მანქანას უკრაინული სანომრე ნიშნები ჰქონდა და მას ხილი გადაჰქონდა. აფეთქების ზუსტ მიზეზს საგამოძიებო ჯგუფი ადგენს. წინასწარი ვერსიით აფეთქების მიზეზი სატვირთო მანქანის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

 

დღის ამბები