08 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
თვითმფრინავი ალასკას შტატში 6 სართულიან შენობას შეეჯახა

ერთი ადამიანი ემსხვერპლა მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფას შეერთებული შტატების ალასკის შტატში. თვითმფრინავი ქალაქ ანკორიჯში 6 სართულიან შენობას შეეჯახა, სადაც ოფისებია განლაგებული.

დაღუპული თვითმფრინავის პილოტი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები შენობის ტერიტორიაზე არ არიან, რადგან შეჯახება დილით ადრე მოხდა.

ინციდენტის მიზეზებს გამოძიება შეისწავლის.

დღის ამბები