08 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშებს "ისლამური სახელმწიფოს" 10 ლიდერი ემსხვერპლა

საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშებს სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს 10 ლიდერი ემსხვერპლა. ამერიკელი გენერლის განცხადებით, ლიკვიდირებულთა შორის არიან ის ტერორისტებიც, ვისაც უშუალო კავშირი ჰქონდა პარიზის ტერაქტებთან.

აბდულ ქადერ ჰაკიმი მოსულში მოკლეს, სირიაში იერიშების შედეგად მოკლული ერთერთი ტერორისტი კი აბდელჰამიდ აბაუდის მოკავშირე იყო.

იერიშებს სირიაში განაგრძობს რუსეთიც. ავიაციამ წერტილოვანი დარტყმები თელ-რიფატში განახორციელა. ადგილზე მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველების ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან მშვიდობიანი მოქალქეები და ბავშვები. ავიაციის სამიზნეს კი სირიელი მეამბოხეები წარმოადგენდნენ. 

დღის ამბები