08 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
ახალ წელს რიო დე ჟანეიროში 24 ტონა პიროტექნიკა დაიხარჯება

ახალი წლისთვის ემზადება რიო დე ჟანეირო. კოპაკაბანას სანაპიროზე გრანდიოზული ფოიერვერკისთვის პიროტექნიკას ამონტაჟებენ.

ტრადიციულად ღამის 12 საათზე ფოიერვერკი ბარჟებიდან მოეწყობა, რომლებსაც სანაპიროდან რამდენიმე მეტრის სიღრმეში წყალში განალაგებენ.

წელს ახალი წლის ზეიმისთვის  24 ტონა პიროტექნიკა დაიხარჯება. 16-წუთიანი ფოიერვერკის სანახავად და ახალი წლის შესახვედრად კოპაკაბანას სანაპიროზე ორ მილიონზე მეტ ადამიანს ელოდებიან.

დღის ამბები