08 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
აშშ და ევროპა ახალ წელს უსაფრთხოების გაძლიერებული რეჟიმით ხვდებიან

თურქმა სამართალდამცველებმა მოსალოდნელი ტერაქტი აღკვეთეს. ორი ტერორისტი დაკავებულია და გამოძიებას ჩვენებას აძლევს. როგორც ირკვევა, ისლამური სახელმწიფოს წევრები შაჰიდის ქამრებით ანკარას ცენტრალურ მოედანზე მისვლას და საახალწლო ღონისძიების დროს თავის აფეთქებას აპირებდნენ.

ISIS-ის საახალწლო ტერაქტების გეგმები ჩაშალეს ბელგიელმა სამართალდამცველებმაც.

სპეცსამსახურებმა ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც, ძალოვანების ცნობით, მასშტაბური თავდასხმას ბრიუსელის ცენტრში ახალი წლის კონცერტზე შეკრებილ ადამიანებზე აპირებდნენ.

დაკავებების სერიის შემდეგ ბელგიის ხელისუფლებამ საფრთხის მესამე დონე გამოაცხადა და ქალაქში ისევ სამართალდამცველების მობილიზება მოახდინა.

საახალწლო ღონისძიებებზე მისული ხალხის დასაცავად უსაფრთხოება მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქშია გაძლიერებული. გერმანელებს და ბერლინში ახალი წლის აღსანიშნავად ჩასულ ტურისტებს ათასობით პოლიციელი დაიცავს.

ახალი წლის ღამეს გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობა მოუწევთ ბრიტანელ სამართალდამცველებსაც. ლონდონის ცენტრში გრანდიოზული კონცერტისა და ფოიერვერკის სანახავად მისულ ხალხს, სამი ათასი შეიარაღებული პოლიციელი დაიცავს.

ტერორისტების მუქარების მიუხედავად, მილიონამდე ადამიანი ახალი წლის შეხვედრას თაიმ–სკვერზე გეგმავს. ბროლის ბურთის დაშვების ცერემონია და საახალწლო კონცერტი ნიუ–იორკში წელს 6 ათასი პოლიციელის მეთვალყურეობით გაიმართება.

                                                                                                                             

ავტორი: თეა თეთრაშვილი 

დღის ამბები