08 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
2016 - ქვეყნები, სადაც ახალი წელი უკვე დადგა

ამ წუთებში ახალი წლის დადგომას ტაილანდში ზეიმობენ. მანამდე 2016 წელს ჰონ კონგში შეხვდნენ.  

იაპონია მსოფლიოს აღმოსავლეთ ნაწილში მესამე ქვეყანა იყო, სადაც 2016 წლის დადგომა იზეიმეს. ტრადიციულად ტოკიოს უძველეს, 1200 წლის წინ აგებულ ტაძარში ზარი დარეკეს და კოშკთან ბუშტებიც გაუშვეს.

იაპონელები 31 დეკემბერს სალოცავებში მიდიან და ლოცულობენ, რომ დამდეგი წელი მათი ოჯახებისთვის ბედნიერი და იღბლიანი იყოს.

ტრადიციულად გრანდიოზული ფოიერვერკით შეხვდნენ 2016 წელს სიდნეიში. ქალაქის ცა 15 წუთის განმავლობაში იყო განათებული. პიროტექნიკა დამონტაჟებული იყო სიდნეის ყურეში, თაღოვან ხიდზე და ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სანახაობას თვალს ათასობით ადამიანი ადევნებდა, რომლებმაც საუკეთესო ადგილები 9 საათით ადრე დაიკავეს. საახალწლო ღონისძიებებისთვის ავსტრალიის ხელისუფლებამ 7 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო.

ახალი წლის დადგომა კი პირველებმა ახალ ზელანდიელებმა იზეიმეს. ღონისძიებების ეპიცენტრი 282 მეტრის სიმაღლის "სკაი ტაუერი" იყო, საიდანაც ნახევარი ტონა პიროტექნიკა გაუშვეს. 5- წუთიანი ფოიერვერკის დაწყებამდე და მის შემდეგაც ოკლენდის ცენტრში ლაზერული შოუც გაიმართა.

დღის ამბები