09 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
რუსული ტვირთის მორიგი კოლონა აღმოსავლეთ უკრაინაში შევიდა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მორიგი ჰუმანიტარული კოლონა გაიგზავნა. 100-ზე მეტმა სატვირთო მანქანამ უკრაინა-რუსეთის საზღვარი უკვე გადაკვეთა.

რუსული მხარის მტკიცებით, სამშენებლო მასალების, საკვების და სხვა აუცილებელი ნივთებისგან შემდეგარი 1200 ტონა ტვირთი დონბასის რეგიონისთვისაა განკუთვნილი.

ოფიციალური კიევი კი აცხადებს, რომ კოლონა უკრაინაში ყოველგვარი ნებართვის გარეშე შევიდა და ამბოხებულებს იარაღის მორიგი პარტია ჩაუტანა.

გასული დღე ღამის განმავლობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დაიღუპა 3 და დაიჭრა 15 უკრაინელი სამხედრო. ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, უკრაინის პრეზიდენტმა გერმანული ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა. პოროშენკოს თქმით, უკრაინის ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას ჩაერიოს მის შიდა საქმეებში.

"უკრაინამ არა მარტო შეასრულა მინსკის შეთანხმებით მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება, არამედ ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დონბასის რეგიონის მოსახლეობა არ დატოვოს გასაჭირში. მოსახლეობა იქ დაიღალა. მათ აღარ სურთ თავიანთ მიწაზე იმ ბანდიტების ნახვა, რომელთა გამოც რეგიონი ასე დაზარალდა. გარედან არავის მივცემთ უფლებას მიგვითითოს, როგორ უნდა განვვითარდეთ. ჩვენ გვინდა მშვიდობა და ევროპული პერსპექტივა," - განაცხადა პოროშენკომ ინტერვიუში.

ამავე თემაზე
დღის ამბები