09 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
რომის პაპს რუსეთის პატრიარქთან შეხვედრა სურს

რომის პაპი ფრანცისკე რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს. ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა თურქეთიდან გამგზავრების დროს ჟურნალისტებს უთხრა.

მისი განცხადებით, ეს შეხვედრა ფერხდება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო.

"უამრავი პრობლემა აქვთ და ვიზიტიც და შეხვედრაც პატრიარქთან მოიცდის", - აღნიშნა რომის პაპმა.

თურქეთში პაპი ფრანცისკე მსოფლიო პატრიარქს ბართლომეს შეხვდა და მასთან ერთად უკრაინაში მშვიდობისთვის ილოცა.

დღის ამბები