09 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
რუსული რუბლის კურსი ვარდნას განაგრძობს

მორიგი შავი ორშაბათი მოსკოვის ბირჟებზე. რუსეთის ფინანსურ ბაზარზე ეროვნული ვალუტის კურსი ვარდნას განაგრძობს. დღეს, 1 დეკემბერს დილით რუბლის ფასი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და ერთ დოლარზე 52 რუბლს გადააჭარბა.

რუსეთის ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. ერთი ევრო უკვე 65 რუბლი ღირს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

რუბლის გაუფასურება მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაიაფებას დაემთხვა. ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობი 68 დოლარზე ნაკლები ღირს, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები