09 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
გაფიცული პილოტები და Lufthansa-ს 130-ზე მეტი გაუქმებული რეისი

ევროპის უმსხვილესმა ავიაკომპანია Lufthansa-მ 1300 -ზე მეტი რეისი გააუქმა, მიზეზი პილოტების გაფიცვა გახდა. კომპანიის ხელმძღვანელობასა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებები დღეს კვლავ უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგაც მფრინავებმა გაფიცვა ორი დღით განაახლეს. ისინი პენსიაში გასვლის მოქმედი სქემის შენარჩუნებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ სამსახური 55 წლის ასაკში დატოვონ და მომდევნო 10 წელი ხელფასის 60 პროცენტიც მიიღონ. წელს ლუფტჰანზის პილოტები უკვე მეცხრედ გაიფიცნენ, ავიაკომპანიამ კი 160 მილიონი ევროს მოგება დაკარგა.

ამავე თემაზე
დღის ამბები