09 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
რუსეთს შესაძლოა დამატებითი სანქციები დაუწესონ

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დესტაბილიზაციის გაგრძელების შემთხვევაში, ევროკავშირი და შეერთებული შტატები რუსეთს დამატებითი სანქციებით ემუქრებიან.

ეს საკითხი ბარაკ ობამამ და დონალდ ტუსკმა სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პოლონეთის ყოფილ პრემიერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის დაწყება მიულოცა.

ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღნიშნეს, რომ შეზღუდვები მოსკოვის მიმართ არ მოიხსნება, ვიდრე რუსეთი მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

ბარაკ ობამა და დონალდ ტუსკი უკრაინისთვის რეფორმების პროცესში მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებაზეც შეთანხმდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები