09 ოქტომბერი 2024,   16:23
ვრცლად
ნორვეგია რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ნორვეგია რუსეთს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს. ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ასახულია, როგორ უახლოვდება რუსული სამხედრო თვითმფრინავი ნორვეგიულ მოიერიშეს.

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, დაშორების მანძილი სამხედრო თვითმფრინავებს შორის 20 მეტრზე ნაკლები იყო. ექსცესების თავიდან ასაცილებლად ნორვეგიელმა მფრინავმა კურსი შეცვალა, რის გამოც სწრაფი მანევრის შესრულება მოუხდა.

ბოლო პერიოდში რუსეთი ევროპის საჰაერო სივრცის დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები