09 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
"ნატო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას," - იენს სტოლტენბერგი

საგარეო საქმეთა მინისტერიალი ნატო-უკრაინის კომისიის სხდომით დაიწყო. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და არსებულ პრობლემებზე სპეციალურ ბრიფინგზე ილაპარაკა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

„დღევანდელ ცვალებად სამყაროში უნდა შევინარჩუნოთ ძლიერი ნატო, რომ ყველა გამოწვევაზე რეაგირება მოვახდინოთ. უელსში შევათანხმეთ მზადყოფნის სამოქმედო გეგმა. 2016 წლიდან მზად იქნება სწრაფი რეაგირების ძალებიც. ნატო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევა არის ის, რასაც კატეგორიულად ვგმობთ. კიევი შეძლებისდაგვარად ასრულებს მინსკის შეთანხმებას, მაგრამ ამას არ აკეთებენ სეპარატისტები და რუსები,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს ჯარი, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა.

დღის ამბები