09 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
კიევი და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ოფიციალური კიევი და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ეუთოს მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერიც ადასტურებს.

იგორ პლოტნიცკის თქმით, მხარეები ცეცხლს 5 დეკემბრიდან შეწყვეტენ. მეორე დღეს კი ფრონტის ხაზიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანას დაიწყებენ.

მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის რამდენიმე დღის წინ გაიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები