09 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
აშშ რუსეთს უკრაინელი სეპარატისტების იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებს.

შეერთებული შტატები რუსეთს უკრაინელი სეპარატისტების იარაღითა და ტანკებით მომარაგებში ადანაშაულებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ბრიუსელში გამართულ ბრიგინზე განაცხადა.

კერიმ ნატოს მინისტერიალი შეაჯამა. მისი თქმით, რუსეთი არ ასრულებს მინსკის ხელშეკრულებას. კერიმ უკრაინის მხარდაჭერაზეც ილაპარაკა და დასძინა, რომ ნატოც და აშშ-ც უკრაინას მხარს უჭერენ და მომავალშიც დაეხმარებიან მას ფინანსურად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა იმავდროულად განაცხადა, რომ ეფექტურად მოქმედებს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რასაც ოფიციალური მოსკოვიც ვერ მალავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები