09 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
"უკრაინასთან დიდი ხნის სიყვარული მაკავშირებს," - ალექსანდრე კვიტაშვილი

ალექსანდრე კვიტაშვილის პირველი სამუშაო დღე კიევში. საქართველოს ყოფილი მინისტრი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის სტატუსით უკრაინის ახალი მინისტრთა კაბინეტის პირველ სხდომას დაესწრება.

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობით უკრაინის მთავრობის პირველი სხდომა კიევში ამ წუთებში იწყება. ყოფილი ქართველი მინისტრი თანამდებობაზე უმაღლესმა რადამ გუშინ დაამტკიცა. კვიტაშვილი მუშაობას ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დღეიდან შეუდგება.

"ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება. ბოლო 3 თვის განმავლობაში უკრაინაში რეფორმებზე ვმუშაობდი, მაგრამ ამ ქვეყანასთან უფრო დიდი ხნის სიყვარული მაკავშირებს," - განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.  

ალექსანდრე კვიტაშვილის კანდიდატურა ურკაინის ჯანდაცვის  მინისტრის პოსტზე პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკმა წარადგინა. მისი ჩათვლით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში 3 უცხოელი მინისტრია. კვიტაშვილის მხარდაჭერის თხოვნით დეპუტატებს პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მიმართა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები