09 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
მაროკოში წყალდიდობას 13 ადამიანი ემსხვერპლა

მაროკოში წყალდიდობას 13 ადამიანი ემსხვერპლა. 18 კი ამ დრომდე დაკარგულია. სტიქიამ ძირითადად ქვეყნის სამხრეთი რეგიონები დააზარალა.

გადაუღებელმა წვიმამ მდინარის ადიდება გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა ქუჩებთან ერთად საცხოვრებელი სახლებიც დაიტბორა. დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები