09 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
"უკრაინელებმა ჩათვალეს, რომ საქართველოში გატარებული რეფორმები წარმატებული იყო," - ალექსანდრე კვიტაშვილი

„ჩვენი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, აქაურმა პოლიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ საქართველოში გატარებული რეფორმები იყო წარმატებული და ძალიან ბევრი კომპონენტი შეიძლება უკრაინისთვის იყოს მისაღები,“ - განაცხადა უკრაინის ახლად დანიშნულმა ჯანდაცვის ქართველმა მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა „კურიერის“ ჟურნალისტთან საუბრისას.

კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მთავარი პრობლემა, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, სისტემის დანგრევაა. მისი თქმით, ქვეყანაში დეკლარირებულია უფასო ჯანდაცვა, თუმცა რეალურად ყველა საკუთარი ჯიბიდან იხდის.

შეგახსენებთ, რომ კვიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრად უმაღლესმა რადამ გუშინ დაამტკიცა. მანამდე კი მას უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები