09 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
ალექსანდრე კვიტაშვილი მიმდინარე კვირაში რადაში საკუთარ პროგრამას წარადგენს

ალექსანდრე კვიტაშვილი მიმდინარე კვირაში რადაში საკუთარ პროგრამას წარადგენს. 

რადაში პროგრამის წარდგენის დავალება უკრაინის ჯანდაცვის ქართველმა მინისტრმა დღეს პრემიერისგან მიიღო.

უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელმა მოუწოდა მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს, რომ კვირის ბოლომდე წარადგინონ საკუთარი პროგრამები პარლამენტში, რომლის შემდეგაც მოხდება პარლამენტის მიერ ამ პროგრამების დამტკიცება.

უკვე ცნობილია, რომ მთავარი პრიორიტეტი ანტიკორუფციული სისტემის ამოქმედებაა. ასევე, საგადასახადო სისტემის გამარტივება, რეფორმები სოციალურ-ეკონომიკურ სფეროსა და ჯანდაცვაში.

როგორც „კურიერთან“ საუბრისას ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, ის პროგრამის წარდგენას პარლამენტში მიმდინარე კვირას აპირებს, მუშაობას კი მომავალი კვირიდან დაიწყებს. მან ასევე ილაპარაკა იმ მთავარ პრინციპებზე, რაც იქნება მის პროგრამაში. ერთ-ერთი ასეთი მთავარი ცვლილება კი მის პროგრამაში საავადმყოფოებისთვის ავტონომიების დაბრუნება და ექიმების გადამზადება იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები