09 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
ალექსანდრე კვიტაშვილისთვის გაუგებარია საქართველოში გაკეთებული კრიტიკული შეფასებები

ალექსანდრე კვიტაშვილისთვის გაუგებარი და მიუღებელის ის კრიტიკა, რომელიც საქართველოში მისი მისამართით ისმის.  

ამის შესახებ უკრაინის ახლადდანიშნულმა ქართველმა მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა და კონკრეტულად პარალამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს უპასუხა.

"ძალიან გამიკვირდა პარლამენტის თავმჯდომარის დამოკიდებულება იმ რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველოში განხორციელდა ჩემს დროს, ჩემამდე და ჩემს მერე. თუკი დღეს საქართველოში არის ნორმალური საავადმყოფო და აქვს ხელისუფლებას საშუალება, რომ გააკეთოს მთელი მოსახლეობის უნივერსალური დაზღვევა, ეს არის მარტო იმიტომ, რომ ქსელი მუშაობს. ეს კი იმის ბრალია, რომ უზარმაზარი საფუძველი ჩაეყარა თავისდროზე ამ სისტემის გამართვას, როგორც ფინანსური, ასევე მომსახურების კუთხით. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ დავითს და ვუთხრა, რომ მოვახერხებ წარმატების მიღწევას, რადგან აქ უფრო მეტად არის ხალხი დაინტერესებული ამით," - განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები