09 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
ნიუ-იორკში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

არეულობაში გადაიზარდა ხალხმრავალი საპროტესტო აქცია ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, სადაც დემონსტრანტები ნაფიცი მსაჯულების მიერ კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას აპროტესტებდნენ. 

სამართალდამცველებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.

მსაჯულებმა უდანაშაულოდ სცნეს ნიუ-იორკელი პოლიციელი დენიელ პანტალეო, რომელმაც დაკავების დროს აფროამერიკელი ეჭვმიტანილი დაახრჩო. 43 წლის მამაკაცი სტეიტონ აილენდზე ივლისში სიგარეტის უკანონო ვაჭრობის გამო დააკავეს. ეჭვმიტანილმა გაქცევა სცადა, მისი შეკავებისას კი ის პოლიციელს შემოაკვდა. მოგვიანებით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს ასთმა აწუხებდა, რაც პოლიციელის მიმართ გამამართლებელი განაჩენის საფუძველი გახდა.

დღის ამბები