09 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
პუტინი ფედერალურ კრებას მიმართავს

ვლადიმერ პუტინი დღეს ფედერალურ კრებას სიტყვით მიმართავს. მიმართვა კრემლის დიდ დარბაზში, დაახლოებით, ნახევარ საათში დაიწყება.

რუსეთის პრეზიდენტის მოსასმენად კრემლში ათას ასი სტუმარი შეიკრიბება, მათ შორის ფედერალური საბჭოს წევრები, დეპუტატები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

წინასწარი ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი დიდ ყურადღებას დაუთმობს რუსეთის საგარეო და შიდა პოლიტიკასა და ეკონომიკას.

ექსპერტები პრეზიდენტისაგან რუბლის გამყარებისა და ნავთობზე ფასების დაცემის შეჩერებისთვის აუცილებელ ნაბიჯებს ელოდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები