09 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
გროზნოს სპეცოპერაცია რამზან კადიროვმა დასრულებულად გამოაცხადა

რამზან კადიროვმა გროზნოში სპეცოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა. ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, დაიღუპა 10 და დაიჭრა 28 სამართალდამცველი. თუმცა ჩეჩნეთის ლიდერი სპეცრაზმელების მხრიდან მსხვერპლს უარყოფს.

თავდასხმები მებრძოლებმა შუაღამისას დაიწყეს. მათ ჯერ 3 პოლიციელი მოკლეს და სტამბაში გამაგრდნენ. მოგვიანებით თავდამსხმელთა მეორე ჯგუფი სკოლაში შეიჭრა. სამართალდამცველებმა ორივე შენობაში სპეცოპერაცია ჩაატარეს. მისი დასრულების შემდეგ კი 10 მებრძოლის ცხედარი იპოვეს.

რამზან კადიროვის თქმით, თავდამსხმელები ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სხვა რეგიონიდან გადავიდნენ და ტერაქტების სერიის მოწყობას აპირებდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები