09 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
"კავკაზცენტრის" ცნობით, გროზნოში 70 სპეცრაზმელი დაიღუპა

გროზნოში, გუშინდელი სპეცოპერაციის შედეგად, 70 სპეცრაზმელი დაიღუპა. ამ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა "კავკაზცენტრი" ავრცელებს, რომელიც ასევე წერს, რომ სროლის ხმა ჩეჩნეთის დედაქალაქის ცენტრში ოპერაციის დასრულების შემდეგაც ისმოდა.

ოფიციალური მონაცემით კი, მებრძოლებთან შეტაკებისას 10 სპეცრაზმელი დაიღუპა, 28 კი დაიჭრა.

რამზან კადიროვმა ოპერაციის შედეგები პირადად ვლადიმერ პუტინს გააცნო. მისი განცხადებით, ჩეჩნეთში მებრძოლები აღარ არიან და გუშინდელი თავდასხმის მონაწილეები გროზნოში სხვა რეგიონებიდან ჩავიდნენ.

თავად მებრძოლები კი ირწმუნებიან, რომ ოპერაცია ჩეჩნეთის დედაქალაქში "იმარატ კავკაზის" მოჯაჰიდებმა ჩაატარეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები