საქართველოში განხორციელებული რეფორმის მიუხედავად, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვა კვლავ პრობლემად რჩება.
ამ მიმართულებით მომზადებულ კვლევას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო საზოგადოებას დღეს გააცნობენ.
მათი განმარტებით, რეფორმით შემუშავებული ქმედუნარიანობის მოდელის რეალობაში განხორციელება სათანადოდ ვერ ხერხდება, რის გამოც ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ყველა პირი არჩევნებში მონაწილეობას და საჯარო სამსახურში დასაქმებას ვერ ახერხებს.