09 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
"პუტინი უკრაინის აღებას ახალი მეხუთე კოლონით შეეცდება და არა ტანკებით," - მიხეილ სააკაშვილი

"პუტინი უკრაინის აღებას ახალი მეხუთე კოლონით შეეცდება და არა ტანკებით," - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "უკრაინსკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა. 

ინტერვიუში ის ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს და ამბობს, რომ რუსეთი უკრაინის დაპყრობისთვის ახლა უკვე სხვა მეთოდებს მიმართავს და ქვეყნის გადასარჩენად ხელისუფლების მობილიზებაა საჭირო.  

"თუ უკრაინა გააგრძელებს არსებობს, ეს პუტინისთვის ძალაუფლების დასასრული იქნება. ამიტომ სამხედრო თვალსაზრისით ის გააგრძელებს შეტევებს. მაგრამ ამ ეტაპზე კიევს არა ტანკებით, არამედ ახალი მეხუთე კოლონით შეუტევს," - განუცხადა "უკრაინსკაია პრავდას" მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები