09 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
ფილიპინებს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება

ფილიპინებს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში უკვე გადაუღებლად წვიმს და ძლიერი ქარია.

მეტეოროლოგების განცხადებით, რამდენიმე საათში სტიქია სამარის კუნძულს მთლიანად მოიცავს.

საშიში რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული. საკუთარი სახლების მიტოვება უკვე ნახევარ მილიონამდე ადამიანს მოუხდა. დროებითი თავშესაფრები სკოლებსა და ეკლესიებში მოეწყო.

სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი შინაგანი ჯარი. შეწყდა საზღვაო მიმოსვლა და გადაიდო 150–ზე მეტი ავიარეისი.

დღის ამბები