09 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
ბელგიაში დედოფალს გლოვობენ

ბელგიაში ყოფილ დედოფალს გლოვობენ. ფაბიოლა დე მორა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამეფო ოჯახს გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებია.

ფაბიოლა დე მორა ბელგიის მეფის ბოდუენის მეუღლე იყო და დედოფლის სტატუსს მეუღლის გარდაცვალებამდე ატარებდა, თუმცა 1993 წელს ის ტახტიდან გადადგა.

პროფესიით მედიკოსმა მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას და შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების დახმარებას დაუთმო.

ჯერჯერობით უცნობია, სად და როდის დაკრძალავენ სამეფო ოჯახის წარმომადგენელს.

დღის ამბები