09 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
ჩაკ ჰეიგელს ეშტონ კარტერი შეცვლის

ბარაკ ობამამ თავდაცვის მდივნის პოსტზე ეშტონ კარტერის კანდიდატურა წარადგინა.

60 წლის კარტერი, პროფესიით ფიზიკოსი, 2011–2013 წლებში პენტაგონის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი კვლევით ცენტრში მუშაობდა.

ბარაკ ობამამ ეშტონ კარტერს რეფორმატორი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

ამერიკული მედია ყურადღებას ამახვილებს, რომ ეშტონ კარტერს არც სამხედრო სამსახური აქვს მოხდილი და არც კონგრესის წევრი ყოფილა.

კარტერმა პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე ჩაკ ჰეიგელი უნდა შეცვალოს, რომელმაც თანამდებობა ორი კვირის წინ დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები