09 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
რუსეთი და საფრანგეთი შეძლებენ, უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტის გზები გამონახონ, - ფრანსუა ოლანდი პუტინთან შეხვედრის შემდეგ

 რუსეთი და საფრანგეთი შეძლებენ უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტის გზები გამონახონ, -  ეს განცხადება ფრანსუა ოლანდმა დღეს მოსკოვში გამართული ვიზიტის დროს განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს მოსკოვში ყაზახეთიდან ჩავიდა, სადაც ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. 

მოსკოვში ოლანდის ვიზიტი დაუგეგმავი იყო, რამაც მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრა.  მან შეხვედრა პუტინთან გამართა.

"საჭიროა იმ დისკუსიის გაგრძელება, რომელიც "დიდი ოცეულის" ფარგლებში დაიწყო. რუსეთსა და საფრანგეთს ამისკენ სწრაფვა გააჩნიათ. ვფიქრობთ, რუსეთი და საფრანგეთი შესძლებენ, გამონახონ აუცილებელი გზა საკითხის გადასაწყვეტად," - განაცხადა ოლანდმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი განაცხადა, რომ კარგია საფრანგეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტი რომ შედგა, რადგან ეს ბევრ პრობლემას მოაგვარებს.

დღის ამბები