09 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
9 დეკემბერს შესაძლოა კიევის ხელისუფლებასა და პრორუს სეპარატისტებს შორის მორიგი მოლაპარაკება გაიმართოს

კიევის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის მორიგი მოლაპარაკება მინსკში შესაძლოა 9 დეკემბერს გაიმართოს. პეტრე პოროშენკოს თქმით, საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე კიევი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების რეალიზების კონკრეტულ გეგმას წარადგენს.

ეუთოს მისიის ცნობით, დონბასში სამხედრო ტექნიკით დატვირთული რამდენიმე კოლონა გადაადგილდება, რომელსაც სანომრე ნიშნები არ აქვს. ბოლო დღეების განმავლობაში სეპარატისტებმა სამთავრობო ძალესის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 87–ჯერ გახსნეს, რასაც მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორისაც მოჰყვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები